ისტ -ის ტრენინგის
რეფლექსია
ვარ მოქმედი პედაგოგი ,ვასწავლი სახვით და გამოყენებით
ხელოვნებას. ვთვლი რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს
კონმუნიკაციების ფლობა და მათი მეშვეობით სასწავლო პროცესის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა.მოსწავლეთა
უმეტესი ნაწილი ძალიან კარგად იცნობს ტექნოლოგიებს და მზად არიან სიახლეებისათვის,
ამის გათვალისწინებით ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში დიდ ინტერესს
იწვევს მათი მხრიდან.
ისტ -ის
ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული. გავეცანი და
შევისწავლე ბევრი საინტერესო ინტერნეტ რესურსი, რაც წარმატებულად შემიძლია გამოვიყენო
საგაკვეთილო პროცესში ,გავამდიდრო და უფრო
საინტერესო გავხადო ჩემი გაკვეთილი. შევქმენი ბლოგი, ელექტრონული პორტფოლიო, პრეზენტაციის
დამზადება, ანიმაციების შექმნა, მუშაობა word სა და Exel ში მუშაობა . გავეცანი სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტებს ,
მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდებს,კოდალას აკადემია,learninapps,
toondoo.com, popplet.com და .შ.
ტრენინგი მოიცავდა 8 შეხვედრას და იყო 32 საათიანი.
სამუშაოები , რაც შევასრულეთ იყო მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო. მე ბევრი რამ
ვისწავლე და გამოვიყენებ მას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის
ამაღლებისათვის. მადლობა ჩვენს ტრენერს, არაჩვეულებრივ ქალბატონს და უზადო პროფესიონალს
ქალბატონ ინგა კახიანს ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო ტრენინგისათვის.
No comments:
Post a Comment