გაკვეთილის
გეგმა ხელოვნებაში
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
საფეხური:
საშუალო| კლასი: მეექვსე
მოსწავლეთა რაოდენობა: 14
გაკვეთილის თემა : ქართველი ფერმწერები და ავანგარდული
მიმდინარეობა ევროპაში მეოცე საუკუნის დასაწყისიში
გამოყენებული მეთოდები : ვერბალური ახსნა, კითხვა-პასუხი, ინტერაქტიული პრეზენტაცია
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო ,,ხელოვნება ,, მე-6
კლასი (ნ. მაჭარაშვილი) , ხელოვნების ენციკლოპედია , პროექტორი, ლეპტოპი, სლაიდები, საილუსტრაციო მასალა
დასახელებულ მხატვართა ნამუშევრებით, მხატვართა პორტრეტები(ე. ახვლედიანი, დ. კაკაბაძე,
ლ.გუდიაშვილი, პ.პიკასო, ა. დერენი, ვ. კანდინსკი, ა. მატისი)
სასწავლო მიზნები: მოსწავლეებს შეეძლებათ
ამოიცნონ და განასხვავონ ავანგარდული
მიმდინარეობის ნახატები რეალისტურისაგან, ექნებათ ინფორმაცია ქართველ და ევროპელ ავანგარდისტ
მხატვრებზე .ასევე შექმნან უჩვეულო კომპოზიცია
და წარადგინონ პრეზენტაციით, ანუ პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ინფორმაცია შესაბამისი
უნარების გამოსავლენად
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან
უჩვეულო კომპოზიცია, გააკეთონ პრეზენტაცია, იმსჯელონ ავანგარდული მხატვრობის თავისებურებებზე
და მათ ევროპელ და ქართველ წარმომადგენლებზე
დროის მენეჯმენტი:
1.
ჯგუფის ორგანიზება საგაკვეთილოდ, სიის ამოკითხვა
3-4 წუთი
2.
ვერბალური ახსნა და ინტერაქტიული პრეზენტაცია 7-10 წთ
3.
საილუსტრაციო მასალებისა და ენციკლოპედიური მასალების
გაცნობა 5-7 წთ
4.
კითხვა -პასუხი
5-7 წთ
5.
მოცემული საილუსტრაციო ნიმუშების მიხედვით შევქმნათ
ნამუშევარი ავანგარდულ სტილში ანუ უჩვეულო კომპოზიცია15 წთ
6.
ნამუშევრების პრეზენტაცია დაფასთან
https://drive.google.com/open?id=1gYEo36TxLqFsOkL9OLkClSYwsEG8XOVb
https://drive.google.com/open?id=1gYEo36TxLqFsOkL9OLkClSYwsEG8XOVb
https://drive.google.com/open?id=1axD8vIcbDAUrg7slTnxSUp1K-kDjGroNRZmn4AjGEM8
No comments:
Post a Comment